გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ აირჩიეს
85 მომხრე 16 წინააღმდეგი. პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, 5 წლის ვადით აირჩია. ასევე, პარლამენტმა ცესკოს წევრებად აირჩია მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად, კენჭისყრა 16 აპრილსაც გაიმართა, თუმცა კანდიდატებმა საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, კანდიდატებს პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა ჰქონდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, უმრავლესობის რამდენიმე წევრი სხდომას ვერ ესწრებოდა.