საქართველოს თავდაცვის ძალების დღე
საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალმა ძირითადად პოლიტიკურ განცხადებებს დაუთმო. სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის შემდეგ, პრემიერმა პრეზიდენტი მისასალმებელ სიტყვაში აღარ ახსენა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დღევანდელი დღისთვის შეუფერებელი იყო. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა და ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპული სამხედროების ხსოვნას, გაიხსნეს თავდაცვის ძალების ისტორია მოგვიანებით კი, ფიცი დადეს წვევამდელებმა. უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ სამხედრო მოსამსახურეები.
