„ქრონიკის“ დაშავებული ჟურნალისტის გამოკითხვა
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „ქრონიკის“ ჟურნალისტის, ლინა პოღოსოვას გამოკითხვა დასრულდა. ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელმა გამოძიების კითხვებს უპასუხა და დეტალურად გაიხსენა, რა მოხდა საპროტესტო აქციაზე და როგორ დაშავდა. „ქრონიკის“ ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
