გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი
ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საფრთხის შემცველია და ქვეყნის ევროპულ მომავალს დააზიანებს. სახელისუფლებო გუნდი კი ოპონენტებს მოუწოდებს კონკრეტული არგუმენტებით ისაუბრონ. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, მათი თქმით, ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ოპოზიციას და მესამე სექტორს რევოლუციური გეგმები ჩაუვარდება, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ვინც გამჭვირვალობის წინააღმდეგია, ეს ნიშნავს, რომ მას დასამალი ბევრი აქვს.
