შეურაცხყოფის მორიგი კამპანია ოპოზიციისგან
პარლამენტთან გამართული სახალხო შეკრების პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს შეურაცხმყოფელი პოსტებით მოიხსენიებს. აქვეყნებენ აქციაზე გადაღებულ ფოტოებს და უცენზურო კომენტარებით ასათაურებენ. ოპოზიციის კრიტიკის ადრესატებს შორის არიან ბიზნესმენები, რომლებმაც ღიად გამოხატეს პოზიცია. მმართველ გუნდში ოპოზიციის ეს რიტორიკა არ უკვირთ. ამბობენ, რომ ეს მათი პოლიტიკური ღირებულებების მთავარი გამოხატულებაა.
