ბიძინა ივანიშვილის მიმართვა
პარლამენტთან გამართულ სახალხო შეკრებაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე მოქალაქეების წინაშე კონკრეტული გზავნილებით წარდგა. ბიძინა ივანიშვილმა გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას გაუსვა ხაზი. კანონპროექტზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ვეღარ მოატყუა ხალხი, არჩევნების შემდეგ მკაცრად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ეხებოდა პარტნიორებს და ასევე მათი მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულების მნიშვნელობას.
