საყოველთაო-სახალხო შეკრება
საყოველთაო სახალხო შეკრება პარლამენტთან და „ქართული ოცნების „ გზავნილები - მმართველი პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირზე, სიტყვით გამოვიდნენ და მოსახლეობას სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი გააცნეს. ყურადღება დაეთმო ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროინტეგრაციას და დიდ ევროპულ ოჯახში ღირსებით წინსვლას. ამასთან პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მოისმინეს მმართველი პარტიის ხედვა - თუ რატომ არის აუცილებელი გამჭვირვალობის კანონის მიღება და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას ეხება. საყოველთაო სახალხო შეკრება კი ბიძინა ივანიშვილის მიმართვით დასრულდა - ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო „მამული ენა სარწმუნოება“.
