„ქართული ოცნება“ დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრებისთვის ემზადება
მამული, ენა, სარწმუნოება - ეს შეკრების მთავარი გზავნილია. მმართველი გუნდისთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 6 საათიდან, მთავარი ღონისძიება კი 8 საათზე დაიწყება. გაიმართება „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მსვლელობა ფილარმონიიდან. ცნობილია, რომ შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
