ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა თაკო ჩარკვიანს დაატოვებინა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. კომიტეტიდან გაძევებამდე ოხანაშვილმა ჩარკვიანს გაფრთხილება მისცა, რომ არ ესაუბრა მიკროფონის გარეშე, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინა. კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება.
