ფიქრია დარჩიას საქართველოში 2 მაისს ჩამოასვენებენ
სიდნეიში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას ტრაგიკულად დაღუპულ ქართველ მხატვარს, ფიქრია დარჩიას 2 მაისს საქართველოში ჩამოასვენებენ. ფიქრია დარჩია დაიბადა თბილისში, მხატვრების ოჯახში. ის გამოჩენილი ქართველი მხატვრის თემურ ცხოვრებაშვილის შვილი და მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი აბსტრაქციონისტის შურა ბანძელაძის შვილიშვილია. თავადაც მხატვარი და ხელოვანი ფიქრია დარჩია ბოლო წლებში ავსტრალიაში ცხოვრობდა. სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში მომხდარმა სასტიკმა თავდასხმამ მისი სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგიკულ შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათი ხსოვნისთვის, პატივის მისაგებად ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბონდაი ბიჩში. დაშვებული იყო სახელმწიფო დროშაც. ხსოვნის ცერემონიაზე შეკრებილებს შორის იყო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე.