საქართველო 6:4 ჩინეთის ტაიპეი
მსოფლიოს ჩემპიონატის ბე დივიზიონში საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამე გამარჯვება იზეიმა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ჩინეთის ტაიპეი ანგარიშით 6:4 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მეორე ადგილზეა. წინ მხოლოდ ბელგიაა, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გუნდი ა დივიზიონში დაბრუნდება.
