2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური გამოსვლები დასრულდა. ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ფინალში გასვლა შეძლო ილია სულამანიძემ. პლუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალამდე 3 ბრძოლა მოიგო, თუმცა ოქროს მედლისთვის ბოლო ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. შეხვედრას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 7 მედალი მოიპოვა, დღეს კი კონტინენტის პირველობა გუნდურ შეჯიბრში გაიმართება.
