უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები - 6 დაკავებული
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაკავებულია 6 ადამიანი, 1 კი მხილებულია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება.
