რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე 29 აპრილს დაგეგმილი სახალხო შეკრების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს 20:00 საათიდან 29 აპრილის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.
