საყოველთაო-სახალხო შეკრება
ერთი დღე საყოველთაო სახალხო შეკრებამდე. ხვალ, 29 აპრილს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან. მთავარი გზავნილი იქნება მამული, ენა სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 29 აპრილს აქციაზე შეიკრიბება ყველა ის ადამიანი, ვისაც ქვეყნის საუკეთესო მომავლის სჯერა, ვინც საკუთარ ქვეყანას შეურაცხყოფას არ აყენებს და დისკრედიტაციას არ უწევს.
