ილია წულაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
„ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არა კეთილ მოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ!“,- წერს სოციალურ ქსელში კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია. წულაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
