ღვინის მწარმოებელთა ნაწილის ერთობლივი განცხადება
საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გაავრცელა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბიზნესი, როგორც არასდროს, თავისუფალია დამატებითი ბიუროკრატიული ჩარევისგან, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად განვითარდნენ, შექმნან მეტი ეკონომიკური დოვლათი და შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.
