კვირკველიას სადებიუტო გოლი
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში სოლომონ კვირკველიამ სადებიუტო გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების წევრის „ალ ოხდუდმა“ კი გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „აბჰა“ 4:0 დაამარცხა. ქართველი მცველი მოედანზე 23-ე წუთზე შევიდა, ხოლო გოლი თავური დარტყმით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გახსნა.
