2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალური გამოსვლები დასრულდა. ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ფინალში გასვლა შეძლო ილია სულამანიძემ. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ხოლო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ფინალამდე 3 ბრძოლა მოიგო და ვერცხლს დასჯერდა.
