პროტესტი ისრაელში
საპროტესტო აქციებმა მოიცვა თელ-ავივი და იერუსალიმი. ლოზუნგით „მათი დრო იწურება, გააფორმეთ შეთანხმება!“. ისრაელის მოქალაქეები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად, ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციის დაწყებამდე, „ჰამასმა“ ვიდეო-კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს ორი მძევალი, მათ შორის ერთ-ერთი, შეერთებული შტატების მოქალაქეა.
