ბათუმობა 2024
ბათუმობა 2024-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში გუშინ დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა თემატიკის გამოფენები. საზაფხულო თეატრის მიმდებარედ გაიმართა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი. საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტით გაგრძელდა. ბათუმობის პირველი დღის საზეიმო ღონისძიება დიჯეიმ დაასრულა.