ელდარ მილდიანის მხარდაჭერა გამჭვირვალობის კანონს
კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი მხარს უჭერს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებას. ერთ-ერთ ონალინ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში მეწარმე ამბობს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუ გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა.
