საპატრიარქოს განცხადება
დღეს არსებული დაპირისპირების ხაზი ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე რომ გადის, ეს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების ერთ-ერთი მთავარი გზავნილია. სწორედ ასე ხედავს არსებულ მდგომარეობას ქვეყნის მთავარი რელიგიური ინსტიტუტი. აღქმებით შექმნილი მოცემულობა, მოზარდებისა და ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ლგბტ საკითხებზე აქტიური პროპაგანდა - ეს არის საფრთხეები, რომელზეც განცხადებაში ვრცლად არის საუბარი, ხოლო მთავარი პრინციპი, რაშიც ეკლესია ქვეყნის წინსვლას ხედავს ისევ საყოველთაოდ ცნობილ ილიასეულ ფორმულაში გამოიხატება: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
