თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაცია რუსთავში
რუსთავს თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრებს რუსთავის მერი მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ქალაქის მერმა სტუმრებს გააცნო რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგები და ქალაქის ახალი განვითარების გეგმები. თურქმენეთიდან სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულმა პარლამენტარებმა, რუსთავის ახალი მედიათეკა და სპორტის სასახლეც დაათვალიერეს
