საყოველთაო-სახალხო შეკრება
„ქართული ოცნების“ საყოველთაო სახალხო შეკრებამდე 3 დღე დარჩა. „მამული, ენა, სარწმუნოება“, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი. ეს იქნება 29 აპრილს შეკრების მთავარი გზავნილები. რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 29 აპრილს პარლამენტის შენობის წინ მივლენ ადამიანები, რომლებიც გამჭვირვალობას და ეროვნულ ღირებულებებს ემხრობიან
