საპატრიარქოს განცხადება
ვრცელი გზავნილი საპატრიარქოსგან. განცხადება, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოების სამსახური აქვეყნებს, ყველა აქტუალურ საკითხს ეხება. მათ შორის გამჭვირვალობის კანონპროექტს, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას. წერილში წერია, რომ დღეს შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ეკლესია ვერ დაიწყებს სპეციფიკური დეტალების განხილვას, მაგრამ ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ის სფეროებია, რომელთაც ეკლესია ისტორიულად ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა და კვლავ დაუთმობს
