„სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“
„სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“. თბილისში კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. სამედიცინო ასოციაციები და დარგის წამყვანი სპეციალისტები ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში ერთიანდებიან. პროექტი თავისი არსით, დაავადების მართვის შესახებ არა მხოლოდ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, არამედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების მეტ ინფორმირებულობას ითვალისწინებს
