მაკრონი: ევროპა აშშ-ის ვასალი არ არის
უსაფრთხოების ამერიკული ქოლგა წარსულს ჩაბარდა, თუ ევროპას გადარჩენა უნდა, თავდაცვის საკუთარი სტრატეგია უნდა შექმნას - ეს საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებია. ემანუელ მაკრონმა პესიმისტური პროგნოზი, ევროკავშირში დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, სორბონის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა.
