სიცრუე პროპაგანდისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი დონორებს მიმართავს და გამჭვირვალობის კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი, გეგმავს ევროკავშირს ოფიციალურად მიმართოს. განცხადებას ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. დეპუტატის აღშფოთების მიზეზი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ 15 000 ევროიანი გრანტის გამოცხადებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ეს, ნინო წილოსანის შეფასებით, ადამიანების მოსყიდვისა და შანტაჟის მაგალითია.
