ღაზის სექტორის განაღმვას შესაძლოა 14 წელი დასჭირდეს
ღაზის სექტორში ომის შემდგომ განაღმვით და გაწმენდით სამუშაოებს, შესაძლოა 14 წელი დასჭირდეს. ამის შესახებ გაეროში იუწყებიან. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელ-ჰამასის ომის ფარგლებში ანკლავის დასახლებებში, 37 მილიონი ტონა ნანგრევებია აღრიცხული. ამასთან ღაზის სექტორში ძალიან ბევრი ნაღმია განთავსებული.
