სტუდენტების აქცია პარიზში
პარიზში სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ მანიფესტაციას მართავენ. აქტივისტებმა სამეცნიერო უნივერსიტეტის შენობაში შესასვლელი დაბლოკეს და სასწავლებლის დირექციისგან ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დაგმობა მოითხოვეს. საფრანგეთის დედაქალაქში სტუდენტების აქცია უკვე მესამე დღეა იმართება. ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდების მანიფესტაცია სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისრებით სრულდება.
