გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ
კორუფციის ბრალდებით დაკავებული უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი სასამართლომ მილიონ 900 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ნიკოლაი სოლსკის პროკურატურა 7 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო მიწის არაკანონიერ მითვისებას ედავება. კორუფციული სკანდალის გახმაურების გამო 25 აპრილს სოლსკიმ მინისტრის თანამდებობა დატოვა. ის ზელესნკს მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი და მის წინაარმდეგ ამ მუხლით საქმეა აღძრული. სოლსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევიდან გასვლა და ყოფილ თანამშრომლებთან კომუნიკაცია ეკრძალება.
