ვითარება ფრონტის ხაზზე
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წინ წაიწია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშში ნათქვამია, რომ დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსმა სამხედროებმა ავდეევკის მიმართულებით რამდენიმე სოფლის ოკუპაცია მოახდინეს. რუსეთის სახმელეთო ნაწილები კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებით სარგებლობენ და უკრაინულ პოზიციებზე შეტევები გააქტიურეს.
