დაკავება ჯანმრთელობის დაზიანების და მუქარის ბრალდებით
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი პირი, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ ფონიჭალაში 1983 წელს დაბადებული პირი, ბრალდებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა . მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
