საქსტატის მონაცემები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით , 2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა სამი მილიონ 694-ი ათას 600 ადამიანს შეადგენს. ეს მონაცემები კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთი მთელი ერთი მეათედი პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობა 245 064-ი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 95,6%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14-ი მთელი 5-ი მეათედი პროცენტით გაიზარდა. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, მიგრაციული სალდო 2003-2012 წლებში მოსახლეობის დაახლოებით 7 პროცენტი იყო, რაც 2013-2023 წლებში თითქმის 7-ჯერ არის შემცირებული.
