"პირველადი დახმარება"
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის 250-მდე წარმომადგენელი გადაამზადა . ტრენინგში გიდები, ტუროპერატორები, სასტუმროების თანამშრომლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი თბილისში, გორში, კასპში, ქუთაისში, ყვარელში, ამბროლაურში, ზუგდიდში, ახალციხესა და მესტიაში ჩატარდა.
