ქურდობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი
ქურდობის ბრალდებით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 ადამიანი.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
