ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა
ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ საუბარია იყო ორი ქვეყნის დიპლომატებს შორის გამართულ შეხვედრაზე. მინისტრებმა განიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
