ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა. 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზა 4 გვირაბსა და 11 ხიდს აერთიანებს. ახალი გზა რიკოთის პროექტის შორაპან-არგვეთის მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია .
