საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მეორე მატჩი მოიგო
ჩვენი ქვეყნის გუნდმა თურქეთის ნაკრები მინიმალური სხვაობით, 3-2 დაამარცხა და სამივე შაიბა ივან კარელინმა გაიტანა. სამი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ჰოკეისტები ხვალ, ტაივანის გუნდთან გამართავენ - თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
