ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირება
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორი "იუესაიდის" ფინანსური ინოვაციების პროგრამაა. პროგრამის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობაა.
