ტანზანიაში სტიქიას ებრძვიან
ტანზანიაში სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წყალდიდობის შედეგად, ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. დატბორილია რამდენიმე ქალაქი და დასახლებული რაიონი. სტიქიით დაზარალებულთა რაოდენობა 200 ათასს აღწევს. წყალდიდობას ებრძვიან კენიაშიც, სადაც სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა
