სტუდენტების პროტესტი აშშ-ში
ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტუდენტებმა კამპუსებში კარვები გაშალეს და უნივერსიტეტების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, დისტანცირდნენ ყველა იმ კომპანიისგან, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს უჭერენ მხარს ან ისრაელის სამხედრო კამპანიიდან მოგებას იღებენ. აქციები გაიმართა იელის, კოლუმბიის, ჰარვარდისა და სხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. პოლიციამ სტუდენტები ძალის გამოყენებით დაშალა და ასობით აქტივისტი დააკავა. ამერიკის უნივერსიტეტებში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც, რომელმაც პროტესტის მონაწილე სტუდენტები ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
