მაკრონი: ევროპა არ არის აშშ-ის ვასალი
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ამერიკული ქოლგა წარსულს ჩაბარდა და ევროპამ უნდა შექმნას თავდაცვის საკუთარი სტრატეგია, თუ გადარჩენა სურს. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპას შესაძლოა დასჭირდეს საკუთარი რაკეტსაწინააღმდეგო ფარის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და სხვა აღჭურვილობის წარმოება, რათა შეძლოს თავის დაცვა უფრო მტრულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. მისივე განცხადებით, ევროპამ საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად უნდა შეძლოს და უნდა აჩვენოს, რომ ამერიკის ვასალი არ არის.
