ოკუპანტის სარაკეტო თავდასხმა
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. საოკუპაციო ძალების სამიზნე ამჯერად დონეცკის ოლქში მდებარე უდაჩნოეს დასახლება გახდა. სარაკეტო დარტყმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმა იყო ხარკოვის ქალაქ ბალაკლეაზეც, სადაც რუსებმა რკინიგზის სადგურს დაარტყეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
