როინ შავაძის საქმე
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი ადამიანის მიმართ დაიწყო. საუბარია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილ უფროსზე. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით ბათუმში როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. პროკურატურის ცნობით "კუდ"-ის თანამშრომლები შავაძეს სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
