ბელგიელი სენატორი: ევროკავშირი არადემოკრატიული ხდება
ბელგიელი სენატორი, ევროკავშირის ლიდერების, მათ შორის შარლ მიშელისა და ჯოზეფ ბორელის მხრიდან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის კრიტიკას, არადემოკრატიულ ქმედებას და სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმას უწოდებს. ქრონიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ბელგიის სენატისა და ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბობ დე ბრაბანდერი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამ კანონის მიღების სრული უფლება აქვს, ევროპელ ლიდერების მხრიდან კი ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკა მიუღებელია. ბელგიელი კანონმდებელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები ხშირად იყენებენ ასეთ თავდასხმებს იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც მათ დღის წესრიგს არ იმეორებენ. ბელგიელი სენატორის მიმართ ქრონიკის კითხვა ეხებოდა ლიდერების განცხადებებს და გამჭვირვალობის კანონს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს ან განიხილება და რატომ იკრძალება მისი მიღება საქართველოს შემთხვევაში.
