EPP-ის პროვოკაცია
ევროპარლამენტის რეზოლუციას მწვავე შეფასებები მოჰყვა მმართველი პარტიის ლიდერებისგან. პარლამენტის თავმჯდომარე დოკუმენტს ნაკლოვანს და რეალობას აცდენილს უწოდებს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს ის “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს.
