პრემიერ-მინისტრი უნგრეთში
როგორ უმკლავდება ქვეყანა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას. ამ თემაზე ირაკლი კობახიძემ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძვიან ქრისტიანობას. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ეროვნული იდენტობა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.
