ორბანის მადლობა კობახიძეს
უნგრეთის პრემიერმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა. „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას.
